თომას ანდერსონი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს. დღისით ის კომპიუტერის პროგრამისტია, ღამით კი ჰაკერი სახელად ნეო. ის გაიცნობს მორფეუსს, ლეგენდარულ ჰაკერს, რომელიც მას შოკის მომგვრელ სიმართლეს გაუმხელს ჩვენს რეალობაზე.
მუტანტი ობობის ნაკბენის შემდეგ, კოლეჯის მორცხვი მოსწავლე პიტერ პარკერი ზებუნებრივი ძალით დაჯილდოვდება. თავიდან, იგი ამ ძალას უბრალოდ რესლინგის მატჩის მოსაგებად გამოიყენებს, საბოლოოდ კი, ბოროტ მწვანე გობლინთან შებრძოლება მოუწევს
ამერიკული ოჯახი ჩიკაგოდან სამოგზაუროდ ევროპაში მიდის. სიჩქარეში დაბნეულ მშობლებს სახლში ერთ-ერთი შვილი რჩებათ. პატარა ბიჭუნა არ იბნევა და მშვენივრად ართმევს თავს მარტოობას, უფრო მეტიც, სახლში შემოპარულ ქურდებს სიცოცხლეს უმწარებს.
22-ე საუკუნეში, ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული ყოფილი საზღვაო ქვეითი, უნიკალური მისიის შესასრულებლად პლანეტა პანდორაზე მიემგზავრება. ის იძულებულია შეასრულოს ბრძანებები, მაგრამ ამავე დროს უცხოპლანეტელთა ცივილიზაციის დაცვაც უწევს.